ოთო კახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით

ოთო კახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ.

ეს ასე არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:

  1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;
  2. საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.

ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს.