თამარა კიკნაძე: რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილბის გასაჩვრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

თამარა კიკნაძე: რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილბის გასაჩვრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარა კიკნაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით: საქმეზე - „რუსთავი 2" - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2" წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2"-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!

რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილბის გასაჩვრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას