ვინ არის პაატა სალია, რომელიც შესაძლოა „რუსთავი 2“-ის დირექტორი გახდეს

ვინ არის პაატა სალია, რომელიც შესაძლოა „რუსთავი 2“-ის დირექტორი გახდეს

“რუსთავი 2”-ის დირექტორის პოსტზე, შესაძლოა, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ ჩაანაცვლოს.

როგორც ცნობილია, პაატა სალია აფხაზეთიდან დევნილი ადვოკატია. მას 15-წლიანი წარმატებული კარიერა აქვს. მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან მუშაობას, ასევე გამოცდილება აქვს ფინანსურ და ბიზნეს სექტორებში, ენერგეტიკის ჩათვლით.

სალია 4 ენას ფლობს – ინგლისურს, ფრანგულს, ბერძნულსა და რუსულს. განათლება ჯერ საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო [2006-2009 წლებში], შემდეგ კი მაგისტრის დიპლომი ჩიკაგოში, კენტის სამართლის უნივერსიტეტში აიღო.

შპს “გაბუნია და პარტნიორების” წილის მფლობელია, დიმიტრი გაბუნიასა და ფრიდონ მჭედლიძესთან ერთად.

ასევე ხათუნა პაიჭაძესთან და დიმიტრი გაბუნიასთან ერთად შპს “სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის” წილშია. ამასთან 50%-იან პარტნიორობაშია შპს “ჯი ეს ლიგალ საქართველოში”.

ადვოკატს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. ქეთევან ჯელაძე, სალიას მსგავსად აფხაზეთიდან დევნილი ადვოკატია და დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი. ახლა კი ქართული იურიდიული ფირმის თანამშრომლობის მმართველი პარტნიორია მაია მესხთან ერთად.

შეგახსენებთ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია ქიბარ ხალვაშს უბრუნდება.

ხალვაშმა დღეს განაცხადა, რომ კომპანიაში არაფერს და არავის შეცვლის გარდა მისი მმართველი ნიკა გვარამიასი.

amo შეცდომაა, რომ 4 ენას ფლობს! მეგრული?
4 წლის უკან