გიორგი ჩიტიძე:  მეტი აკადემიური რეფლექსია ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქ არ არიან

გიორგი ჩიტიძე: მეტი აკადემიური რეფლექსია ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქ არ არიან

იურისტი გიორგი ჩიტიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

"და კიდევ ერთი, სტრასბურგის სასამართლო, უპირველესად, არის მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც ყოველთვის და ყველა საქმეზე ეროვნულ კონტექსტს, პოლიტიკურ ვითარებას და საკითხის მნიშვნელობას იმდენ წონას არ მიანიჭებს, რამდენიც ჩვენ გვსურს. ჩვენ გარდა, 46 წევრი სახელმწიფოა და ასიათასობით საქმე.

ამიტომ, როდესაც ერთ გადაწყვეტილებაში, დასაშვებობის 3 სხვადასხვა კრიტერიუმს გამოიყენებს სარჩელის 70%-ის არმისაღებად, მიგითითებს რომ, ბევრი შეცდომა დაუშვი შიდა სამართალწარმოებაში, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რატომ მოხდა ასე.

ასევე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ პრეს-რელიზში დაგიწერენ, რომ რ2, მისი იურისტები და, განსაკუთრებით, გენ.დირექტორი ცდილობდა სასამართლოს პარალიზებას, მოსამართლეთა მიმართ დაუსაბუთებელი აცილებების დაყენებით თუ მათი საჯარო შეურაცხყოფით, ამაზეც წინასწარ ფიქრი ურიგო არ იქნებოდა.

ყველა ანდრაშ შაიო ვერ იქნება.

ყველა იდეალისტი ვერ იქნება.

იურისტები ღმერთები არ არიან, არც თბილისში, არც სტრასბურგში და არც იოჰანესბურგში.

მეტი აკადემიური რეფლექსია ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქ არ არიან."