თამარ მახარობლიძე: მხარეს აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

თამარ მახარობლიძე: მხარეს აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

სამართლის ექსპერტი თამარ მახარობლიძე  „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:

რ2-ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არცერთ მუხლზე დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის, კონცენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

საქმეში განხილულ იქნა ბევრი ეპიზოდი სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საბოლოოდ კი დადგინდა, რომ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა.

კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია! საქმის სრული გამარჯვებით დასრულებით, ქართული სასამართლოს მართლმსაჯულების ხარისხი უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა! ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილად დიდი აღიარებაა.

რ2 კი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამჯერად, სტრასბურგში დამარცხდა.

მხარეს აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.