სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

9-17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ¬¬¬