მაზნიაშვილის N35-ში წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

მაზნიაშვილის N35-ში წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მაზნიაშვილის N 35-ში თბილისური ტიპის ეზოში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არმაზი“ ასრულებს და მისი ღირებულება 15 000 ლარია. მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონში მსგავსი სამუშაოები 13 მისამართზე უკვე დასრულდა.