„გაბუნიამ ვერ გააბრაზა პუტინი რადგან ის დილეტანტია“

„გაბუნიამ ვერ გააბრაზა პუტინი რადგან ის დილეტანტია“

რუსი ჟურნალისტი, თეოლოგი და მწერალი ალექსანდრ ნევზოროვი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გამოსვლასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს აფასებს.

როგორც ნევზოროვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი გიორგი გაბუნიას გამოსვლამ საჭირო შედეგი ვერ გამოიღო. მისივე შეფასებით, გაბუნია დილეტანტივით მოიქცა.

"გაბუნიას გამოსვლა მე არ მომეწონა და ავხსნი რატომ. პირველ რიგში ამ გამოსვლის ქრონომეტრაჟი ზედმეტად დიდი იყო. მეორე - ზედმეტად ბევრი სიტყვის რახა-რუხი ისმოდა, მესამე - ბიჭმა აშკარად არ იცის როგორ უნდა მიაყენოს ვინმეს შეაურაცხყოფა, რადგან შეურაცხყოფა რომელიც ადრესატის მისამართით თანადგომას იწვევს, ეს დიდი პროფესიული ხარვეზია. ადრესატი ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს დამცირებულად და სასურველია იდიოტად, და არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ის მსხვერპლია. თუმცა ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდე.

ახლა რა გამოვიდა - მთელი მსოფლიო პუტინს თავზე ეფერება და აწყნარებს. შეურაცხყოფა უნდა იყოს ისეთი, რომ მედიამ მისი ციტირება დამცინავ კონტექსტში მოახდინოს. მაგრამ ახლა მედია სირცხვილით და ზიზღით ავრცელებდა გაბუნიას გამოსვლას. კარგი შეურაცხყოფა ტკივილს უნდა გაყენებდეს. შეურაცხყოფამ უნდა შეაღწიოს მუზარადის შიგნით და იქ დიდი ჭრილობა დატოვოს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტკივილს მოგანიჭებს. გაბუნიას შემთხვევაში, მან ეს ვერ შეძლო. გამოვიდა ისე რომ უბრალოდ დადორბლა მუზარადი, ოდნავ უკბინა ადრესატს და მორჩა. ბევრჯერ გვყავს ნანახი პუტინი გაბრაზებული და მდგომაროებიდან გამოსული, ახლა კი, ის თავის ჩვეულ რეჟიმში დარჩა. მან ვერ გააბრაზა პუტინი რადგან ის დილეტანტია, თუმცა საინტერესო მოვლენების დატრიალება შეეძლო", - განაცხადა ნევზოროვმა.