საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ურთიერთობები აღდგება, მაგრამ ნაკლლებად სავარაუდოა, რომ ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდეს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ისედაც რთულია, სიტუაციის დამძიმება არ ღირს“, – განაცხადა სლუცკიმ.