ნაციონალებს ნიკა მელიას გამო ბოკერიაც დაუპირისპირდა -

ნაციონალებს ნიკა მელიას გამო ბოკერიაც დაუპირისპირდა - "ისინი სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუონ"

მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.

„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ ყველა აქცენტი ზუსტად დასვა.