"გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი"

"გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, - ეს განცხადება მუსიკოსმა დათო გაბუნიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა. გაბუნია სისხლიანი ღამის შემდეგ გიორგი გახარიას პირველ აღიარებას ეხმაურება, როდესაც მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მან გასცა მომიტინგეების დარბევის ბრძანება.

გაბუნიას შეფასებით, გიორგი გახარია არ იმსახურებს, რომ იკავებდეს შს მინისტრის თანამდებობას და ის უნდა გადადგეს.

„რაც შეეხება იმ მიზეზს და იმ არარაობას, ვის გამოც ჩვენ ამდენი ხანია, ქუჩაში ვდგავართ, ის ადამიანი აღარ არსებობს, მით უმეტეს გუშინდელი ინტერვიუს მერე, რაც ჩვენ ვნახეთ, ის ადამიანი არის ნული. ის ადამიანი ააყროლებს უკვე ყველაფერს და მისი სახელი არის ვირეშმაკა, აფერისტი და ის არ არის ღირსი, რომ ჰქონდეს ქართული, მეგრული გვარი, გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დათო გაბუნია.

სოციალისტი ამ გაბუნიებს რა სჭირთ?! რატომ დათო, რატომ?! გახარია შინაგან საქმეთა მინისტრია, საბავშვო ბაღში ხომ არ მუშაობს აღმზრდელად?! ევრონაცების და ნაცმოს ორგანიზებული ჯგუფები ძალადობდნენ პოლიციაზე და ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და საბოლოოდ ვარდების რევოლიუცია 2-ის მოწყობას. შეასრულა პოლიციამ საკუთარი მოვალეობა. ვერ გავიგე რა გაკვნესებთ ქაშმირის ჰანგებზე?!
4 წლის უკან