"როგორ მინდა ენას კბილი დავაჭირო და როგორ არ გამომდის"

არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" დამფუძნებელი ინგა ლოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

"როგორ მინდა ენას კბილი დავაჭირო და როგორ არ გამომდის, როგორ შეიძლება დამავიწყდეს:

ზეწოლა მედიაზე! ტოტალური მოსმენები! მიშიკოს კანტორად ქცეული სასამართლი! თვალთვალი! შეკრებების დარბევა! ფალსიფიცირებული სასამართლოები! შეკვეთილი მკვლელობები! უკანონო დაპატიმრებები! წამება! გაუპატიურება! ღირსების შელახვა! სამოქალაქო უფლებების და თავისუფლების უგულველჰყოფა! უკანონოდ ჩამორთმეული ქონებები! ღამის სამ საათზე ნოტარიალურად დამოწმებული ათასობით დოკუმენტი! დატერორებული ბიზნესი! "აგენტებად" და "მოღალატეებად" გამოცხადებული რეპორტიორები, მეცნიერები, გენერლები! ორი გვამი მინდა! ციხის ბუნტი! ჟვანია! აფრასიძეები! ნავთლუხის სპეცოპერაცია! კორტებთან ჩაცხრილული ბიჭები! 26 მაისი! 7 ნოემბერი! რობაქიძე! გვირგვლიანი! 300000 პატიმარი! რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები! დაკარგული ტერიტორიები!

ამ ყველაფრის (და კიდევ უთვალავი საშინელების)ავტორები, მიჰას კურთხევით ხართ თქვენ, ნაცებო! ბარამიძე, გვარამია, უგულავა, ოქრუაშვილო და ძმანო მათნო, თქვენ ხართ სულის ამოხდით რომ გვემუქრებოდით, თქვენ ხართ სისხლით მორწყულ რუსთაველზე ბედნიერები და "გამარჯვებულები"  ამაყად რომ მიაბიჯებდით!

როგორ შეიძლება ეს დამავიწყდეს, ან სხვას დაავიწყდეს?"

უ ც ხ ო : და, რატომ უნდა დააჭირო ენას კბილი, ვითომ?! პირიქით, ყოველდღე მანტრასავით უნდა გავუმეოროთ მაგათ თავიანთი ავკაცობის ეს ჩამონათვალი!
იმიტომ კი არა, რომ შერცხვებათ (ამის საფრთხე არ ემუქრებათ!), მაგრამ , "უსირცხვილოს თუ არ არცვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების" და იმიტომ!
4 წლის უკან