კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

წუხელ კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს.

მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დასადგენად და დასაკავებლად. შემთხვევას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი - პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთაგან უკრაინის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

აღნიშნულ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.