"ეჭვგარეშეა, რომ ხიხოს ერთპარტიული მმართველობა დამთავრებულია"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია გიორგი გახარიას და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ აღსასრულს პროგნოზირებს.

"მოდით, ასე, რამდენიმე წლით წინ წავიწიოთ. პრქტიკულად ეჭვგარეშეა, რომ ხიხოს ერთპარტიული მმართველობა დამთავრებულია. ყველაზე უარეს შემთხვევაში, 2020 ოქტომბრიდან თვალთხარია აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ მისი "ძიშოვკა" ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება ეს მურდალი მეტსახელი. როგორც ბაჩო ახალაიზე მახსენდება სერგო თეთრაძე და კასრები, ისე მასზე გაახსენდებათ ის ხელებაწეული ქერა ბიჭი, მადლობას რომ უხდის ღიმილით პოლიციელებს და სახეში ტყვიას იღებს; გაგვახსენდება თვალებდათხრილი და კომაში მყოფი ახალგაზრდები; გაგვახსენდება ის ზორბა ბოზი, ჟურნალისტებს რომ უმიზნებს დათვის ტყვიას.

ვიღაც ბიდლო იკითხავს, ამათ საქციელთან მინისტრი რა შუაშიაო.  იმ შუაშია, რომ აქამდე ყოველი სიტყვითა და საქმით ამართლებს და ეფარება მათ, და დღემდე ამ დანაშაულთა ჩამდენთაგან არავინაა დასჯილი. ჭკვიანია, ჭკვიანიო, იხტიბარს არ იტეხს ბიდლო. 40 წლის ასაკში ასე გაითახსირო და დაიღუპო ცხოვრება, უცნაური ჭკვიანობაა, ღმერთმანი...", - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სერმინე ...რა ძნელია ბოღმისგან დაბრმავებული ადამიანის მოსმენა.
4 წლის უკან
Neasimon საოცარი იდიოტია. თუ ჰგონია, რომ დაგვავოწყდა მამამისის მონანიება ან მისი ხიხო და დამანგრეველი მმართველობა, ძალიან სცდება. საერთოდ რას წარმოადგენს თვითონ ენა რომ გადმოუგდია?
4 წლის უკან
სოციალისტი ვაა, ცოტნე რას კადრულობ შვილო?! შენ გგონია ღვთის სამართალი არ არსებობს?! დროზე წაბრძანდი მოძღვართან და მოინანიე შენი უგუნური აზრები და ნაუბარი!
4 წლის უკან
ტარო1 ვაა მანანიჩ,თვალი მითამაშებდა აი! მეთქი, კაცო 3 დღეა სირობა აღარ უთქვია და ვერ მაითმენს მეთქი მისი ბოროტი არსება. აჰა!
4 წლის უკან