მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა იმ ზომებსა და მოვლენებს, რაც საპასუხოდ ვითარდებოდა. რუსეთის დუმის წევრები არაპროპორციულ ზომებზე საუბრობდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს, რადგან რუდის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა იმ ზომებსა და მოვლენებს, რაც ვითარდებოდა საპასუხოდ. ეს იყო არაპროპორციული ზომები, რაზეც საუბრობდნენ დუმის წევრები და სახელმწიფო წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ შემდეგ ვნახეთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ დასტაბილურდეს ურთიერთობა.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოსთან აღადგინოს ფრენები, ტურისტები ჩამოდიან საქართველოში, რადგანაც ეს უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენ კი, შეერთებული შტაბები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია," - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.