გია აბაშიძე:  ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ გიორგი გახარიასთან წააგო, როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან

გია აბაშიძე: ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ გიორგი გახარიასთან წააგო, როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტვ პირველს მიმართავს:

ვუყურე გახარია-გრიგოლიას. არასოდეს ვიზიარებ ჟურნალისტთა საჯარო დამუნათების კამპანიას. ეს ის შემთხვევაა, როცა ადრე თუ გვიან, ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ წააგო როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან. ასეთ კომპლექსურ თემებზე პროდიუსერებსა და ტელეგუნდს ვურჩევდი კონსულტაციების გავლას არაანგაჟირებულ იურისტებთან. ტვ პირველის სტილიც მოლაყლაყდა. საჯაროდ არც მითქვამს და არც ვაპირებ ჩემი და იმ დაბოღმილი ყველაფერჩიკის იაფფასიანი ცირკაჩობის კომენტირებას ტრაპაიძის ეთერში. და იმასაც გეტყვით - აღარ დავდივარ ამ ტელევიზიის მიერ შემოთავაზებულ მართლაც და მალახოვის (ზემარტივად რომ ავხსნა) დონის ფსევდო-პოლიტიკურ talk show-ებში, სადაც ანალიზი და არგუმენტები კი არაა მთავარი, არამედ ტელეხულიგნობა და ძიშოვი ეპატაჟი. ტვ პირველო, როგორც გულშემატკივრის და არა ოპონენტის რჩევად მიიღეთ - ცოტა შეჯანჯღარდით, მასე ვეღარ გააგრძელებთ საკუთარი რენომეს maintenance-ს..