ახლა მოგინდათ ,,მურუსიძის სასამართლო” ?!

ახლა მოგინდათ ,,მურუსიძის სასამართლო” ?!

როცა გინდათ მურუსიძის სასამართლოა და როცა გინდათ, ერთადერთი იმედი… იქნებ ცოტა თანმიმდევრულები მაინც იყოთ ბატონებო – ასე გამოეხმაურა ადვოკატი ირმა ჭკადუა ოპოზიციის ლიდერების განცხადებას, რომლებიც 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ.

შეგახსენებთ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.

,,ნიკანორ მელიამ თქვა, გამოძიებას ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მივცემო, უგულავა მისივე მოთხოვნით ასევე მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა (სხვათაშორის იმ მოსამართლის, რომელმაც 2013 წელს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა და პასპორტიც კი არ ჩამოართვა), დეკანოიძე, გუბაზი, ბაჩუკი ქარდავა – ყველა მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს დაკითხვას, შსს-ს და პროკურატურას არ ვენდობითო… ანუ სასამართლოს ენდობით? თქვენს მიერ „მურუსიძის სასამართლოდ“ გამოცხადებული თემიდა გეიმედებათ? თუ, როცა გინდათ მურუსიძის სასამართლოა და როცა გინდათ, ერთადერთი იმედი… იქნებ ცოტა თანმიმდევრულები მაინც იყოთ ბატონებო, თორემ კეთილსინდისიერებას თქვენგან დიდი ხანია აღარავინ ითხოვს….” – წერს ირმა ჭკადუა

შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ, 12 ივლისს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.