"ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ"

პოლიტიკური გაერთიანება "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ერმა იხილა, რომ ვართ ოკუპირებული და გვყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ პატრიოტები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებისაც ძალიან ეშინია სხვათაშორის, არ დაგიმალავთ და მემგონი, თვითონაც არ მალავენ უკვე, ჩვენ, რა თქა უნდა, სურს მოგვაქციოს ციხეში და იზოლირება გაგვიკეთოს. ბიძინა, არ გამოგივა, რა, არ გამოგივა, შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო. ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტავ დამიჭირო."

სანიკიძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავს:

"11-ის ნახევარზე მე წამომყვება ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი ვალერი გელბახიანი, ვაპირებთ განცხადების შეტანას და მაგისტრანტ მოსამართლესთან მზადა ვარ მე, დაკითხვაზე მივიდე", - განაცხადა სანიკიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე ხვალ, 12 ივლისს, 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

Temo ძალიან პრინციპულო გუბაზ, რანდენ ხანს იყავი ივანიშვილის გადაკლული დამცველი და მოტრფიალე? თუ არ გახსოვს, მე გაგახსენებ - 6 წელი. ადამიანი-პოლიტიკოსი 6 წლის განმავლობაში რომ ვერ მიხვდება ვინ არის მისი სათაყვანებელი პირი, ან დებილია, ან პროვიკატორი, ან ორივე ერთად. ახლა, შენ თვითონ აირჩიე ამ სამიდან რომელი ხარ...
4 წლის უკან