გია აბაშიძე:  იაფფასიანი მონტაჟით ივანიშვილის კომენტარის დამახინჯება ვეღარ შველის

გია აბაშიძე: იაფფასიანი მონტაჟით ივანიშვილის კომენტარის დამახინჯება ვეღარ შველის

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მიმდინარე კონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება

ის რაც ახლა ბათუმში ხდება, ჩვენი პარტნიორების სულისკვეთება, დონალდ ტუსკის ცალსახად პოზიტიური გზავნილი, პროგრესი ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში, აშშ-სთან თანამშრომლობის ყველაზე მაღალი ნიშნული და ა.შ. ვერანაირად ვეღარ იმალება და ვეღარ იფარება ნაციონალური მოძრაობის და მისი რ2-ის პროპაგანდით. იაფასიანი მონტაჟით ივანიშვილის კომენტარის დამახინჯება ვეღარ შველის საქმეს. ამიტომ, ნაცმო გადასულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ფაზაში. გადატრიალება, საბოტაჟი და ზუსტად ის გზა, რომლითაც მათ დააკარგინეს ქვეყანას ტერიტორიები: 2008 წელს ნაციონალურმა რეჟიმმა აიძულა რუსეთი, რომ შემოეყვანა ჯარები საქართველოში, ხოლო 2019 წელს იგივე ძალა აიძულებს რუსეთს, რომ მან დაანგრიოს ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკურ ომში ქვეყნის ჩათრევის გეგმა არის ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ჩვენი სვლა იმ გზაზე, რომელზეც ახლა ყველანი ვლაპარაკობთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

სოციალისტი გამკვირვებია მე თქვენი, მთავრობის უფრო სწორედ. თუ ეს ერონაცები და ნაცები ასე ანგრევენ და აქცევენ ქვეყანას მორალს, სარწმუნოებას(ლგბტ-ს ადაპტები) , ეკონომიკას... რას ეფერებით?! წაუყენეთ ბრალი, დააპატიმრეთ მოთავენი! აბა სხვა რა გევალებათ, რატომ ხართ მთავრობაში და უმრავლესობაში???!!! გამაგიჟებენ ესენი?! ვაა....!!!
4 წლის უკან