თოქშოუ „რეაქციის“ პავილიონთან გიორგი გახარიას აქციის მონაწილეები ხმაურით დახვდნენ

თოქშოუ „რეაქციის“ პავილიონთან გიორგი გახარიას აქციის მონაწილეები ხმაურით დახვდნენ

დიღომში, პოლიტიკური თოქშოუ "რეაქციის" პავილიონთან, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაცემა "რეაქციის" სტუმარი შს მინისტრი,გიორგი გახარიაა.

აქციის მონაწილეებმა მინისტრი გადაცემაში ხმაურითა და შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს.. ქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და უნდა დატოვოს თანამდებობა. მათი თქმით, მოქზლაქე გიორგი გახარიას არაფერს ერჩიან,უბრალოს ურჩევენ, რომ როგორც მინისტრმა ისე აიღოს პასუხისმგებლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანა სუბელიანია თქმით, გახარიას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მედიამაც, რადგან ყოველ სატელევიზიო ეთერში 20 ივნისის აქციის თაობაზე ის თავს იმართლებს.

დღევანდელ აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, გახარიას განცხადებებების კეთების უფლება არ აქვს და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

უ ც ხ ო :
ოო, ანა სუბელიანი დიდი ავტორიტეტი გახდა მას შემდეგ, რაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა და მან თუ ბრძანა, ეგრეც იქნება! :)
ეკა ყურშიტაშვილს არ უთქვამს არაფერი?
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
ოო, ანა სუბელიანი დიდი ავტორიტეტი გახდა მას შემდეგ, რაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა და მან თუ ბრძანა, ეგრეც იქნება! :)
ეკა ყურშიტაშვილს არ უთქვამს არაფერი?
4 წლის უკან