“დაგმეს? – პროტესტი გამოთქვეს?.. – მერე “რ2″-ის ეთერში აღარ მიიწვევს გვარამია, ხომ არ გაანაწყენებენ..?!”

“დაგმეს? – პროტესტი გამოთქვეს?.. – მერე “რ2″-ის ეთერში აღარ მიიწვევს გვარამია, ხომ არ გაანაწყენებენ..?!”

დიანა ტრაპაიძემ გიორგი გაბუნიას ცნობილი ტელეგამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ხედავს. TV- „პირველის“ ჟურნალისტმა დაწერა:

„ამ პროფესიაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ… ვიცი, არ გამომეტირება არავინ, მაგრამ მაინც…”

პ.ს. აზრს ვერ ვხედავ, თორემ არსადაც არ მივდივარ… სხვა რამ არ მისწავლია“.

ნიკა გვარამია გადაცემაში „კვირის აქცენტები“ მის ამ სტატუსსაც გამოეხმაურა და გამოთქმული მოსაზრების გამო დიანა ტრაპაიძე გააკრიტიკა. მისი თქმით, გაბუნიას ბრალი ის არის, რომ „უდონო და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს”.

ამავე თემაზე მან “ფეისბუქ” –  პოსტიც გამოაქვეყნა:  -“სამთავრობო პროპუტინისტური აქციის მოთხოვნა: მოვითხოვთ რ2 გადაეცეს ქიბარ ხალვაშს.

მივედით ბოლო ბოლო რეალურ მიზნამდე.

ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით შეწუხებელ დამპოსტავებს და გაბუნიათი შეწუხებულ პროფესიის დამტოვებელ ფარისეველ ყანა ჟურნალისტებს”, – დაწერა გვარამიამ.

კრიტიკის ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტმა დიანა ტრაპიაძემ პირდაპირ ეთერში “რუსთავი 2”- ში განვითარებული მოვლენების შესახებ მაყურებლის ინფორმირების დასასრულს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარკასტულ კრიტიკას უპასუხა.

“მანამდე კი არხის (“რუსთავი 2″ -ის) დირექტორმა ღამის ეთერში რამდენიმე სტატუსის განსახილველად მოიცალა, ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, ჩვენი ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტიკის და არც მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ ცალკე აღებული. ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს… – ეს უპირატესობა მაძლევს საშუალებას არ გავაგრძელო დისკუსია, მათ შორის სოციალურ ქსელში იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და მედია დროებითი თავშესაფარია. ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოაქვს, ალბათ უფრო პირიქით”, – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ გადაცემაში “დღის ამბები”.

აღნიშნულ თემას TSpress.ge-ს დამფუძნებელმა და რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი მიუძღვნა, სადაც წერს:

“ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, ჟურნალისტზე თავდასხმა/დისკრედიტაციის მცდელობა დაგმეს ან რაიმე პროტესტი გამოთქვეს კოლეგებმა ან ენჯეოებმა? – მერე “რ2″-ის ეთერში აღარ მიიწვევს გვარამია, ხო არ გაანაწყენებენ…”, – წერს ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში.