დაგმეთ ნებისმიერი, ვინც გვიმახინჯებს ისტორიას, მოყვარეც და მტერიც, როგორი ძლიერი ავტორიტეტისაც არ უნდა იყოს იგი

დაგმეთ ნებისმიერი, ვინც გვიმახინჯებს ისტორიას, მოყვარეც და მტერიც, როგორი ძლიერი ავტორიტეტისაც არ უნდა იყოს იგი

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს:

“ისწავლეთ ისტორია!

შვილებს ასწავლეთ ისტორია!

გააგებინეთ ჩვენი ისტორია ყველას – ვინც არ იცის!

მტერი, ჩვენი სამშობლოს ისტორიის გადაწერას მუდამ ცდილობს!

ჩვენ თავად ვართ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაც და ისტორიის მიმტანებიც – მომავალი თაობებისთვის ისევე, როგორც წინაპრებმა მოიტანეს ისტორია ჩვენამდე. საქართველოს ნამდვილი, დიდი, გმირული ისტორია!

დაგმეთ ნებისმიერი, ვინც გვიმახინჯებს ისტორიას, მოყვარეც და მტერიც, როგორი ძლიერი ავტორიტეტისაც არ უნდა იყოს იგი.

ჩვენს დიად ისტორიას სათუთად მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ!

ჩვენს სამშობლოს – საქართველოს გაუმარჯოს! – რუსეთი ოკუპანტია” – წერს ყანდიაშვილი