ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “რუსთავი2”-ის დირექტორ ნიკა გვარამიას პასუხობს, რომელიც მისმა მიმართვამ გააღიზიანა, სადაც ფანჯიკიძე ამბობს, რომ მისი ტექსტი სავარაუდოდ ვიღაცამ დაავალა და ეს არ ყოფილა თვითშემოქმედება.
“მოკლედ, გუშინ ჩემზე გაბრაზებულმა ნიკა გვარამიამ ტუქსი გამოაქვეყნა, სადაც რადგან რამდენიმე დამაკავშირებელი სიტყვის გარდა “ამის ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი..” დამხვდა, ვიფიქრე, ამაზე აბა რა უნდა უპასუხო ამხელა ტელევიზიის ამხელა მეთაურს, მითუმეტეს რომ ამის პასუხი სწორედ ჩემს იმ სტატუსშია, რომელმაც გაანაწყენამეთქი.
ახლა ისევ შემომხვდა გზად მისი ტუქსი და როგორც მოგახსენეთ იმდენი “ქმარი-ქმარი” ეწერა, როგორც ჭეშმარიტ რაჭველს, გამომრჩენია, მთავარი ვერ აღმიქვამს, – სსრკ სკოლის დიქტატორი მასწავლებელივით განკარგულება რომ გამოუცია და ღიმილი ჩამოურთმევია ჩემთვის, იმუქრება, “გავუღიმეთ, გვეყოფაო”. ზუსტად ჩემი სკოლის მუსიკის მასაწავლებელივით უწერია, თმებს რომ მაწიწკნიდა.
მე არ მეყოფა თქვენი ღიმილი ბატონო ნიკა, რადგანაც, უპირველესად, ღიმილით ჰგავხართ მაისის დღესა. გთხოვთ, არ აჰყვეთ ესკალაციას და პროვოკაციას და არ დამტოვოთ ღიმილის გარეშე. პატივისცემით, ნ.ფ.” – წერს ნათია ფანჯიკიძე.