"გვარამიას ვუსმინე, ვუყურე და ჩემი სკოლელი ბიჭი გამახსენდა... უტვინო და უწიგნური..."

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

"გვარამიას ვუსმინე, ვუყურე და დეჟა ვუ-ს განცდა გამიჩნდა...

ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩემი სკოლელი ბიჭი გამახსენდა... უტვინო და უწიგნური... ჭუჭყიანი ხელებით და გოგირდშემხმარი ყურის ნიჟარებით.  მოუქნელი, უფხო და უხრეხემლო. რაღაც, კვერცხის ცილის მაგვარი, ადანდალი-დანდალი ბიჭი.

  ალბათ, არც დამამახსოვრდებოდა, ერთ დღეს სკოლის ეზოში რომ არ მენახა 3-4 ბიჭით გარსშემორტყმული... იდგა ამაყად, თავაწეული და იფურთხებოდა... აი, გემახსოვრებათ, კბილებშორის რომ გამოაპურჭყებდნენ ხოლმემ ხშირ-ხშირად... ის 3-4-იც რაღაცას ღნაოდა და გადმოპურჭყებას ცდილობდა... ადანდალი-დანდალის ბედნიერი და ამაყი მზერა დავიჭირე, ნახე, რა მაგარი ვარო... გულისრევის გრძნობა გამიჩნდა და თვალები დავხუჭე... ზუსტად ისე, როგორც გუშინ, გვარამიას ყურებისას....."