,,საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში

,,საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში"

 საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი, გია ფარესიშვილი საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობას აფასებს.

,,საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში, არამედ გაცილებით მეტისაც. ჩვენ მოვასწარით და რეფორმის დაწყებამდე განვაახლეთ სააღრიცხვო საანგარიშსწორებო სისტემა, რითაც ფაქტიურად ვუზრუნველყავით აღნიშნული თანხების უსაფრთხოდ შენახვა.''

საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობას აფასებს და აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტომ მაღალი დონის პროფესიონალები შეკრიბა, კერძოდ კი ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში საკმაოდ დიდ თანხებს განკარგავენ. გია ფარესიშვილი ბაზარზე ქართული კომპანიების გააქტიურებას და მეტი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ელოდება. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 18 ობლიგაცია ივაჭრება, კომპანიები კი რომლებსაც ობლიგაციები აქვთ გამოშვებული აქვთ მაღალი რეიტინგული შეფასება.