იქნებ ეს პირველი მესიჯია, რომ ვისაუბროთ, გავერკვეთ და მერე შესაძლოა უფრო მეტი შედეგი მივიღოთ

იქნებ ეს პირველი მესიჯია, რომ ვისაუბროთ, გავერკვეთ და მერე შესაძლოა უფრო მეტი შედეგი მივიღოთ

ვლადიმერ პუტინის ერთმა სიტყვამ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს არ გამოიყენებს, დოლარი 2.94-დან 2.87-მდე ჩამოიყვანა, სულ რამოდენიმე საათში!

აზრზე მოვიდეთ!!! ქვეყანის შიდა მტრებს ნუ ავყვებით. განადგურებული და ჩაბნელებული საქართველო ჩვენ უკვე ვნახეთ! “– ამის შესახებ მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

-დღემდე დუმს დიპლომატიური კორპუსი. დავრჩით მარტო? კი. პიარ სვლაა ვლადიმერ პუტინის მოქმედება? მერე რა, ცუდი პიარ-სვლაა? თუ საქართველოსთვის მავნე სვლაა?!  მომენტალურად ატყდა ყვირილი, თუ ვუყვარვართ, ახლა ტერიტორიები დაგვიბრუნოსო!

ბავშვის პოზაში ნუ ვდგებით. გავრილოვი რომ არ ჩამოსულიყო, ოკუპაციის პროტესტი ფბ-ს იშვიათად სცდებოდა, ნუ, პროტოკოლურ შეშფოთება-აღშფოთებებს თუ არ ჩავთვლით რეალურად საჩვენოდ შეიცვალა რაიმე? არა!!!!

გავრილოვი რომ უფრო დიპლომატიურად და კულტურულად გადაგვესვა სხვა სკამზე, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არ დავკარგავდით.  რუსთაველზე ნაღდი ემოციის გამომყენებელი შიდა მტრების წიოკი რომ არა, არარუს ტურისტებსაც არ დავკარგავდით.

უზრდელესი გაბუნიას გაუგონარი (ყველა მაყურებლის ყურის შეურაცხმყოფელიც) ლექსიკა რომ არა, ვლადიმერ პუტინის სულგრძელობას (სინამდვილეში დიპლომატიურობის უმაღლეს პილოტაჟს) ვერ დავინახავდით!

კიდევ პიარ სვლაა?!!!

იქნებ ეს პირველი მესიჯია, რომ ვისაუბროთ, გავერკვეთ და მერე შესაძლოა უფრო მეტი შედეგი მივიღოთ თავდაჭერით, თავდაჯერებულობით და გონიერებით!  დედის გინებით და მამაკაცების უკანალის ჩვენებით არც არავის დაუპყრია და არც არავის დაუბრუნებია ტერიტორიები, აი ჭკუით კი, შეიძლება! მივიღოთ, რა, დიალოგზე ჭკვიანური გამოწვევა, თუნდაც ეს ჭკვიანური პიარ-სვლა იყოს, გავყვეთ იგივე ტონალობას, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი საქართველოს საკეთილდღეოდ!” – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

amo არ ჩაქოლოთ ახლა ეს ქალი
5 წლის უკან