"რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მოსაზრებით გიორგი გაბუნია შეიძლება მოკლან. "გაბუნიას მოკვლის საფრთხე რეალურია", – განაცხადა გვარამიამ გადაცემა "აქცენტებში".
"გაბუნია პუტინის ნარატივშიც მოხვდა, შვებულების თვეები დაუთვალა. გაბუნიას მოკვლის საფრთხეზე სააკაშვილმაც ისაუბრა. მე პირველივე დღიდან მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა. ის ინტერესის ფოკუსშია", - დასძინა მან.
გადაცემის სტუმარმა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას დაუდასტურა საფრთხის რეალობა და განაცხადა:
"ხომ გახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს პატრიარქმა რა თქვა: "საშიშროება რეალურია".
58-ე არმიაში სრული მობილიზაციაა თურმე გამოცხადებული. ტანკებსა და თვითმფრინავებში საწვავს ასხამენ. სამხედროებს ურიგდებათ გიორგი გაბუნიას ფოტოები, წარწერით - "იცნობდე მტერს!"
ყველა სამხედრო დანიშნულების კოსმიური სატელიტი ფოკუსირებულია "რუსთავი 2"-ის შენობაზე!
საფრთხე გარდაუვალია, თუ ამას გიგი უგულავაც ადასტურებს!