ეს გახლავთ “უკრაინელი” უნიჭო რეჟისორის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით დადგმული სპეკტაკლი

ეს გახლავთ “უკრაინელი” უნიჭო რეჟისორის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით დადგმული სპეკტაკლი

“რა შეიძლება ეწოდოს საქართელოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? ისტერია! რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს ამოფარებული ჯგუფის ქმედებამ გამოიწვია” – ასე შეაფასა ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

მისი თქმით, მოვლენებს რომელიც ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა ანტიოკუპაციო მოძრაობასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არ აქვს.

“ეს გახლავთ “უკრაინელი” უნიჭო რეჟისორის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით დადგმული სპეკტაკლი, სადაც მთავარ როლს რევანშისტურად განწყობილი და ნაცებთან აფელირებული “რუსთავი 2”  თამაშობს.

არ შეიძლება სახელწიფოს წინააღმდეგ, ასეთი თანმიმდევრული ქმედებათა ჯაჭვი დაუსჯელი დარჩეს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ღიად ვთქვათ რომ ნაციონალური მოძრაობა იყო და არის ძალადობრივი რეჟიმი. რომელსაც პოლიტიკასთან და სახელმწიფო ინტერესებთან კავშირი არ აქვს.

მოვაწყოთ ნიურბერგის პროცესი(ამის გამო გერმანია იზოლაციაში არ მოუქცევიათ) სამართლებრივად, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვისი ბრალეულობაც იკვეთება!

PS – ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის სიტყვის თავისუფლებით გამართლება დაუშვებელია!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

thrgg@yahoo.com უნდა გასამართლდეს!!!
5 წლის უკან