რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის განცხადებაზე?

რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის განცხადებაზე?

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება, - ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

მინისტრი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე ამბობს, რომ ეს იყო სწორი პოზიცია.

რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს. ამას ვლადიმერ პუტინი ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ხსნის.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ანტირუსულ განწყობებს ავრცელებს ისეთი ხალხი, რომელმაც ისტორია არ იცის და ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს.

„გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „ძალიან დიდი პატივი იქნებოდა".