რუსმა დეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. რუსეთის დუმის დეპუტატები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს დანაშაულს უწოდებენ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
ვლადიმერ პუტინმა გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელ განცხადებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთ და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ ღირს,რადგან: – „ძალიან დიდი პატივი იქნება მისთვის. გააგრძელოს თავისი საქმიანობა“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ის სანქციების წინააღმდეგ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო მიდის. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
„რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციებს, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე არ გადავდგამთ. გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს“, – განაცხადა პუტინმა.
8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.
რუსი დეპუტატების ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.
დაიცათ... სააკაშვილს ჯერ არ განუცხადებია, რომ ეს მან შეაშინა პუტინი, - ფეხზე დააყენა მთელი დასავლეთი და ვოვამაც კუდამოძუებულმა დაიხია უკან?
არ განუცხადებია და, განაცხადებს, ეჭვი არ შეგეპაროთ!..
მისი მრევლიც ეგრევე ირწმუნებს, რომ ნამდვილად სააკაშვილმა შეაშინა და იმიტომ ვერ გაბედა სანქციების დაწესება პუტინმა!
08-ში, თბილისისკენ მომავალმა ტანკებმა რატომ გადაუხვიეს ორჭოსანთან, ხომ იცით? - მიშამ დარეკა ნატოში, ნატომ კი ჰაერში ასწია თავისი ავიაცია და გამოემართა საქართველოსკენ!... ამის შემყურე პუტინმა ვეღარ გაბედა თბილისზე თავდასხმა და შეშინებული გაიძურწა საქართველოდან!
(თუ არ გჯერათ, იხ. უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემული მიშუნჰაუზენის შარშანდელი ინტერვიუ).