,,ამას არ ვიზამდი, ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე” –

,,ამას არ ვიზამდი, ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე” –

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციებზე უარს ამბობს. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი” წერს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით,  ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნიდ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ ღირს.

„რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციებს, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე არ გადავდგამთ. გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინი ამბობს, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზარალს აყენებენ.

მისივე განცხადებით, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას საჭიროდ არ მიიჩნევს.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „ძალიან დიდი პატივი იქნებოდა“.

უ ც ხ ო : გონივრული საქციელია!.. ნებისმიერ, უმკაცრეს სანქციებზე უფრო ეფექტური...
5 წლის უკან