საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრაზე გიორგი გახარია 20-21 ივნისის აქციაზე განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ ეტაპზე გადადგომას არ აპირებს.
“შეხვედრაზე 20-21 ივნისი აქციაზე განვითარებულ მოვლენები და სხვა საკითხებიც განვიხილეთ. გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 20-21 ივნისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
გახარია საკუთარი მოქმედებების სიმართლეში დაწმუნებულია და ამის დამტკიცებას აპირებს. გუშინდელი აქციის შესახებ გახარიამ განაცხადა, რომ ის ლევან ვასაძესთან არანაირ კავშირში არ არის“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ცნობისთვის, დღეს შს მინისტრი გიორგი გახარია პოლიტოლოგებს და ექსპერტებს შეხვდა. მინისტრთან შეხვედრაზე მამუკა არეშიძე, გია აბაშიძე, ამირან სალუქვაძე, ნიკოლოზ მეტრეველი, ხათუნა ლაგაზიძე, არჩილ გეგეშიძე, კახა გოგოლაშილი, თორნიკე შარაშენიძე, ზურაბ აგლაძე და ზურაბ ბატიაშვილი იმყოფებოდნენ.