რატომ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა და ლარის კურსი მთლიანად დამოკიდებული ერთი ჟურნალისტის შეგინებაზე?!

რატომ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა და ლარის კურსი მთლიანად დამოკიდებული ერთი ჟურნალისტის შეგინებაზე?!

რატომ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა და ლარის კურსი მთლიანად დამოკიდებული ერთი ჟურნალისტის შეგინებაზე?! – ამის შესახებ კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ამავე თემაზე ნინო ნადირაძის სხვა სახის გამოხმაურებები:

“სახორცედ გვიმეტებთ? – ეს რა არის თუ არა რუსეთის პირდაპირი დაკვეთის შესრულება, რომ გადავლის მიზეზი მივცეთ!”

“გინებას მაშინ აქვს ფასი, თუ ამის სისრულეში მოყვანა შეგიძლია რეალობაში! მარტო ენის ტრიალით დედის გინება ცოტა სხვა ასოციაციებს იწვევს… საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე ინიციატივას დარბაზში მყოფი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა.

საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 412 კანონმდებელი იყო. დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, რომ შესაბამისი წინადადება ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგინოს.

რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტირუსული პროვოკაციები დასაგმობია და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

„საქართველოში რადიკალური ძალების ღია გამოხტომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისკენ მივყავართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები: ვლადიმერ ჟირინოვსკი და პიოტრ ტოლსტოი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები გააკეთეს და ხელისუფლებას საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.