“კონტრაქცია ლგბტ “პრაიდის“ წინააღმდეგ მიმართული აქციაა – ეს ორი ჯგუფი საკუთარი აქტივობებით ერთმანეთს ინტენსიურად კვებავს

“კონტრაქცია ლგბტ “პრაიდის“ წინააღმდეგ მიმართული აქციაა – ეს ორი ჯგუფი საკუთარი აქტივობებით ერთმანეთს ინტენსიურად კვებავს

კონტრაქცია ლგბტ “პრაიდის“ წინააღმდეგ მიმართული აქციაა, რომელსაც რატომღაც სახელისუფლო აქცია შეარქვეს-ამ შეფასებებში გარკვეული არეულობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის აზრით, ეს ორი ჯგუფი საკუთარი აქტივობებით ერთმანეთს ინტენსიურად კვებავს.

“კონტრაქციის პროვოცირება გარკვეულმა აქტივობებმა მოახდინა, რომელიც საკმაოდ ჭკიანურად დაგეგმეს, თუკი ამას ჭკვიანობა შეიძლება ვუწოდეთ. უცებ რატომღაც მივიწყებული ლგბტ პრაიდის მოწყობა გადაწყდა. კონტრაქცია კი იმიტომ გამოჩნდა, რომ ლგბტ პრაიდი გამოჩნდა და საინტერესო ის არის, ესენი ვინ გამოაჩინა. გამოაჩინეს იმისთვის, რათა შემდგმაში ეთქვათ, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებშია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

Maverick ბატონო ვოლსკი!
თავი დაანებეთ შეთქმულების თეორიებს და საქმე აკეთეთ, არა ისე დასავლური "დემოკრატიის" სავირეშმაკოდ, არამედ ჭეშმარიტი დემოკრატიის ყველა განხრით დასამკვიდრებლად!
5 წლის უკან