ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა. „ნიუპოსტის" ინფორმაციით, მისი მთავარი პოლიტიკური მეწყვილე გიორგი კვირიკაშვილი იქნება. ხაზარაძის რიგებში შესაძლოა თვალის კლინიკის დამფუძნებელი გიორგი ჯავრიშვილიც ვიხილოთ. საუბარია დავით მაღრაძის გაერთიანებასა და ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას შორის თანამშრომლობაზეც.