„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
კობახიძის შეფასებით, ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პირობა იყო.
ამ წუთებში კახეთში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა ტარდება.
ლევან ვასაძემ გუშინ საღამოს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძემ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს.