მოულოდნელი არ იქნება, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდეს

მოულოდნელი არ იქნება, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდება, რისი დეკლარირებაც გარკვეულწილად, უკვე მოხდა. კაპანაძე ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ურთიერთობას ყველა პროდასავლურ ძალასთან განიხილავენ. 

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც იქნება პროდასავლური, არ იქნება პუტინის მოკავშირე, იქნება არაქსენოფობიური და არ იქნება გარიგებაში ან დაქვემდებარებაში ოლიგარქთან, ჩვენი პოტენციური მოკავშირეა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ხაზარაძე თუ სხვა, მასთან თანამშრომლობას პოტენციურად განვიხლავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.  

Maverick ვაი თქვენს პატრონს...
რაც არ უნდა გაიბრიშტოთ, ვერ აბობღდებით!
რატომ? იმიტომ, რომ 0+0=0
5 წლის უკან