მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მამუკა ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა

მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მამუკა ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, მამუკა ხაზარაძისგან სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი შეფასებით, ხაზარაძის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობს“ კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა.

„არაფერი გამორიცხული არ იყო. მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა მამუკა ხაზარაძის მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ აფუძნებს ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.