იღუმენია თამარი ვასაძის მომხრეებს საოცარი განცხადებით მიმართავს:

იღუმენია თამარი ვასაძის მომხრეებს საოცარი განცხადებით მიმართავს: "იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?"

ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის წინ ლევან ვასაძის და მმკ-ს მიერ ორგნიზებულ აქციას.

„ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ რაინდი საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!

მორწმუნე მრევლო არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?! ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი! როდემდე უნდა გააგრძელოთ ოკუპანტის მსახურება?! მართლმადიდებლობის სახელით და ზნეობის დაცვის მოტივით ამაზრზენია სამშობლოს ღალატი“, - წერს იღუმენია.

სასულიერო პირის ტექსტს სოციალურ ქსელშივე მოჰყვა უარყოფითი შეფასებები. იღუმენიას პოსტის ქვეშ რამდენიმე მომხმარებელი წერს:

Mariam Sivsivadze: როცა ისეთ სტატუს წერთ, სადაც ჩემს, თქვენს, პატრიარქს და ეკლესიას აუგად მოიხსენიებთ, დადებითი რეაქცია ნამდვილად ვერ მექნება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გიპასუხებთ, ეკლესიას ნამდვილად ღირსეული პატრონი ჰყავს, მწყემსი კეთილი მამა ილია. და თქვენ ჩემზე უკეთ უნდა მოგეხსენებოდეთ რას ნიშნავს ხარისხში აყვანა, რაოდენ მძიმე და ამავდროულად ტკბილი ხვედრია. ეგეთი დამოკიდებულება თუ გაქვთ ალბათ, „იღუმენია“ არასოდეს გახდებოდით თუ არაფერს წარმოადგენს ეს თქვენთვის.

Nana Nanka: დედაო, თქვენც და ყველა სასულიერო პირმა, რომ ილოცოთ არ ჯობია? თქვენ რა მაგალითს აძლევთ სახალხოთ რომ განიკითხავთ ერთმანეთს? ან რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ ან მეორე მხარეს? იყავით სამაგალითო მრევლისთვის ყველა სასულიერო პირი. რამ გაგამწარათ? რას ვერ იყოფთ? თქვენ და თქვენნაირებმა გინდა ერში და გინდა სასულიერო პირებში დაღუპეს საქართველო.... ილოცე დედაო, მშვიდობისთვის ილოცეთ... იქეთაც და აქეთაც თქვენი სამწყმსოა. გაააკეთეთ თქვენი საქმე ნუ აძულებთ ხალხს უარესად ერთმანეთს.

Tata Andriadze: ილოცეთ ფბ-ზე სტატუსების წერას სჯობს! თქვენ მონაზონი ხართ და უფრო მეტი მოგეთხოვებათ. ღმერთმა გონების თვალი აგიხილოთ!

სოციალისტი საინტერესოა მონაზვნად რატომ შედგა?! აბა ჩემო ლამაზო, მონაზონო! ჩამოგვითვალე ერთი ლესბოსელი და მამათმაველი ეკლესიის მსახურნი?!
5 წლის უკან