საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს მიმართავს.
"რამზან კადიროვს, გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც, მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი პირველ რიგში თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა ტირანებთან შედარებით უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და არასად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ", - აცხადებს უსუფაშვილი.
რამზად კადიროვმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი გაბუნია ქართველი ერის სირცხვილია, მომხდარის გამო კი საქართველომ რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს.