გოგა ხაინდრავა: მთელი საქართველო უყურებდა  შტურმს,  მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამას რაც მოჰყვებოდა, ეს კინო ნანახი გვაქვს

გოგა ხაინდრავა: მთელი საქართველო უყურებდა  შტურმს,  მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამას რაც მოჰყვებოდა, ეს კინო ნანახი გვაქვს

მთელი საქართველო უყურებდა  შტურმს,  მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამას რაც მოჰყვებოდა, ეს კინო ნანახი გვაქვს,-  ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში რეჟსორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

,,ლაპარაკია მაღლა აღმართულ ხელებზე, ზუსტად ასეთი აღმართული ხელებით დააპირეს შტურმი პარლამენტზე . შტურმი სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მთელი საქართველო უყურებდა მცდელობას, რომ გაერღვიათ კორდონი და შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და რა მოჰყვებოდა ამას, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. მე ეს კინო ნანახი მაქვს ძალიან კარგად. იქ მინიმუმ სამი ჯგუფი ვნახე, რომელიც ვიცანი. ზონდერები, რომელიც იტაცებდნენ პოლიციელებს . 30 პოლიციელი გაიტაცეს, სპეცრაზმის თანამშრომლები გაიტაცეს , პატარა ბავშვები კი არა, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებული მსგავსი აქციების აღსაკვეთად, თქვენ წარმოიდგინეთ მათ მოტაცებას, როგორი ძალისხმევა დაჭირდებოდა?  და ეს პირდაპირ ჩანდა",- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.