ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ტელეგამოსვლას გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც ამბობს, რომ ის არის საქართველოს სირცხვილი, რადგან კავკასიაში კაცები ასე არ მეტყველებენ.
“კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, – ამბობს კადიროვი.
მისივე თქმით, აუცილებელია ხისტი სანქციები იქნას შემოღებული საქართველოს მიმართ, თუმცა არა იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. კადიროვი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, აღნიშნული ტელეგამოსვლის გამო, რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს.