ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ვხედავთ სახელმწიფოზე შეტევა მიმდინარეობს სხდასხვა მიმართულებებით

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ვხედავთ სახელმწიფოზე შეტევა მიმდინარეობს სხდასხვა მიმართულებებით

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი დაძაბულობის მომსწრეები ვხდებით რუსთაველის პროსპექტზე", - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.

სამწუხაროდ კიდევ ერთი დაძაბულობის მომსწრეები ვხდებით რუსთაველის პროსპექტზე. ამ ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ყველას გააჩნია. შესაბამისად პრაიდის მოწინააღმდეგებსაც აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი. მათ წინააღმდეგ პუშკინის სკვერში რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების შეკრება და კონტრაქციის დაანონსება, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველზე წასვლა არაფერია არა თუ არა ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა. ამ პოლიტკური ძალების უპასუხიმგებლო ქმედება სწორედ, რომ ისევ და ისევ დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობას ემსახურება. როგორც ვხედავთ სახელმწიფოზე შეტევა მიმდინარეობს სხდასხვა მიმართულებებით. ასეთ შემთხვევაში კი არეულობაზე და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა სწორედაც, რომ რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს ეკისრება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კვლავ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ვაჟკაცი პოლიციელების იმედათაა, რომლებიც დარწმუნებული ვარ არ დაუშვებენ დესტაბილიზაციაის კიდევ ერთ მცდელობას.