„ბიძინა, გენაცვალე, საქართველო არ იყიდება, საქართველო გადარჩება და საქართველო უკვე გადარჩა, შენ უნდა შეურიგდე ამ რეალობას," - ამ სიტყვებით მიმართა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ „ქართული ოცნების" ლიდერს.
პაატა ბურჭულაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და 20-21 ივნისის ღამეს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მან ხელისუფლება მომიტინგეების დაშლის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლებაში უკვე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ.
„მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყუებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად უფრო ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია, გიტანთ თქვენ, მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და იმისთვის, რომ მოხდეს გადატრიალება, თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი რომ გქონდეთ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაში. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ," - განაცხადა ბურჭულაძემ.
თვითონ მოსკოვშია და აქ ხალხს ეუბნება რაღაცეებს, უსირცხვილობისა და უნამუსობის უმაღლესი დონე, სერიოზული ნაძირალაა...