ჩვენ რადიკალურ პარტიასთან გვაქვს ურთიერთობა და ეს უნა მივიღოთ როგორც ფაქტი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშილმა ტელეკომპანია ,, იმედის" ეთერში განაცხადა.
ჩვენ რადიკალურ პარტიასთან გვაქვს ურთიერთობა და ეს უნა მივიღოთ როგორც ფაქტი. მათ ერთი საკითხი აქვთ, თუთიყუშივით , ბიძინა ივანიშვილის სახელის გამეორება და ლანძღვა. და რაც დრო გადის, ეს ძალა კიდევ უფრო რადიკალური და დესტრუქციული ხდება. საარჩევნო თემა იქნება თუ სასამართლო, ფორმატებიც გვაქვს , მოწვეულიც გვყავს, გარბიან შეხვედრებიდან და ან არ მოდიან შეხვედრაზე, როგორღა ვეთანამშრომლობთ?",-განაცხადა თამარ ჩუგოშილმა
ვიცესპიკერმა 20-21 ივნისის დადგენილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დადგენილების მიზანია, საზოგადოება, ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდეს, რომ ქვეყანაში ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს და რომ ნებისმიერ შტურმს, ან სხვა ძალადობრივი ფორმით ცვლილებების მცდელობას, აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს.
დადგენილებას, რაც შეეხბეა, ერთი მიზანია, მთელი საზოგადოება , ყველა პოლიტიკური ძალა ქვეყანაში უნდა მიეჩვიოს, რომ ქვეყანაში ცვლილებების გზა არის არჩევნების გზა და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და სხვა ფორმით, ძალადობრივი ფორმით ცვლილებების მოტანას, ქვეყანაში პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს . ეს არის პოლიტიკური შეფასება. პარლამენტის რეზოლუცია და პარლამენტის მიერ მიღებული ასეთი პოლიტიკური აქტი . მიუხედავად იმისა , რომ მას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტს თავისი რეზოლუციით მიღებული აქვს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ეს არის მთავარი განაცხადი ქვეყნის , თუ რა არის მისი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. იგივეა ეს დადგენილება, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განაცხადი",- განაცხადა ჩუგოშვილმა