არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. მისი თქმით, ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა.
“დღეს სასამართლო პროცესი გაიმართ და 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავის დასჯის მომხრე არ ვარ და ჩემს თვითმიზანს ვინმეს დაკავებით ტკბობა არ წარმოადგენს, მაგრამ აღნიშნული დაკავებები ნამდვილად არის საზოგადოების დაკვეთა, რადგან აუცილებელია საზოგადოებას კითხვებზე პასუხი (გვ)ქონდეს. კადრებმა დაგვანახა, რომ 20 ივნისს საქართველო, სახელწიფო ამბოხს გადაურჩა, შევძელით და შევინარჩუნეთ არჩეული, დემოკრატიული კურსი (სახელმწიფო გადატრიალება და დემოკრატია ერთად არ არსებობს) შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ საზოგადოებაში კიდევ დარჩნენ ჯგუფები, რომელთც ობიექტური რეალობის აღიარება არ სურთ და ამბობენ, რომ პოლიციის მიმართ დაკავებულთა აგრესია პროვოცირებული სამართლმცველთა მხრიდან იყო და მათ ბრალი არ მიუძღვით.
რეალობა კი სხვა არის, კერძოდ, აქციის დაწყებიდან 2-3 საათის განმავლობაში, მომიტინგეთა მხრიდან პოლიციაზე ძალადობის არაერთგზის შემთხვევა დაფიქსირდა.(აღნიშნული კადრებით დასტურდება) ფაქტის ილუსტრაციისთვის ერთი კარგ მაგალითს გეტყვით, გაიხსენეთ აქციის დასაწყისი და მომიტინგეთა მხრიდან პოლიციელთა „მოტაცება“. გაგახსენდათ? (რა თქმა უნდა, გაგახსენდათ) ახლა კი გაიხსენეთ პოლიციელთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მოტაცების ფაქტები? არ გაგახსენდათ? (ვერც მე გავიხსენე) მაგრამ მახსენდება პოლიციელთა მხრიდან წყლის დარიგების არაერთი შემთხვევა, სწორედ ეს არის თვალსაჩინო ფაქტი, რომ ძალადობა იყო აქციის მონაწილეთა მთავარი მიზანი და პოლიცია ამ ყველაფერს ითმენდა, ბოლოს კი როდესაც სიტუაცია უკონტროლო გახდა, პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად, დაიცვა კონსტიტუცია და სახელწიფო. რა თქმა უნდა მე მაქვს კითხვები, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, მაინტერესებს მშვიდობიან დემონსტრანტს, რატომ ეჭირა ხელში ფარი და ხელკეტი? დაგეხმარებით და გეტყვით, დავუშვათ ხელკეტი და ფარი მის აქსესუარს წარმოადგენს რომელსაც ყოველდღიურად ატარებს. მაგრამ იმაზე მაინც გამეცით პასუხი პოლიციელს ხელკეტს ასე გამეტებით რატომ ურტყამს? პოლიციელი ხომ სახელმწიფოს წარმოადგენს? ასე რამ შეგაძულათ სახელმწიფო, რომ მის ჩაქოლვაში ერთმანეთს ეჯიბრებით?”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.