“ნაცმოძრაობამ” სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოგვიყვანა

“ნაცმოძრაობამ” სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოგვიყვანა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ მაკა ჩიჩუა აცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ქვეყანა სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდა, რაც უნდა აღინიშნოს.

ყოფილი პრეველი ლედი ამბობს, რომ ის "ნაცმოძრაობის" სისასტიკეს დაუპირისპირდა, რის გამო 2012 წელს არჩევანი "ქართულ ოცნებაზე" შეაჩერა.

"არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე და ცხოვრებაში პირველად, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" მივეცი ხმა. და დიდი სიხარულით მივეცი ხმა, რომ იმის მერე რაც გამოვიარეთ, ეს იქნებოდა ხელისუფლება რომელიც ამას რაღაცნაირად დაარბილებდა, დააბალანსებდა და გამოვიდოდით მძიმე მდგომარეობიდან. მიუხედავდ იმისა, რომ აბსოლუტურად ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრეს, როგორ მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში. სიბნელიდან რომ გამოვედით ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი? იმ საოცარი ეკონომიკური კრიზისიდან რომ გამოგვიყვანა წინა ხელისუფლებამ, ესეც ხომ აღსანიშნავია? მე ყოველთვის მინდა ობიექტური ვიყო, არასდროს მიკერძოებული არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. ყოველთვის მინდოდა ეს მომერგო, აღმენიშნა მაგრამ, რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი. მე იმ სისასტიკეს დავუპირისპირდი და ამიტომ მივეცი "ოცნებას" ხმა. ზუსტად იგივე პროცესისკენ რომ მივდივართ, აი ეს მადარდებს. მე უკვე დავიწყე ამ პარალელების გავლება", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

amo სუბიექტური ხართ
5 წლის უკან
თამაზი ქალბატონო მაკა, თბილისი სიბნელიდან მიშამ კი არ გამოიყვანა, გამოიყვანა ამერიკელების მიერ ნაყიდმა თელასმა. კიდევ, ქლბატონო მაკა, პოლიციელებს, რომლებიც სახელმწიფო დავალებას ასრულებდნენ, ჩვენი მოქლაქეები არ იყვნენ, მთი ცემა და დამცირება მოდის? სხვათა შორის, პოლიციელთა შორის ბევრი ყოფილა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ახალგაზრდა.
5 წლის უკან
Maverick "ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა (ვფიქრობ, რომ უფრო ჩუჩუა! ) აცხადებს რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს (დუბინკემით! Mav.) ქვეყანა სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდა (Mav. კი არ გამოვიდა, პირიქით, შუა საუკუნეების ინკვიზიციის ხელში აღმოჩნდა!), რაც უნდა აღინიშნოს".
5 წლის უკან
ხათუნა თქვნ კი, ამოგიყვანეს ნამდვილად.
არაფერი გეთქმით, ჩემმა მზემ ?
5 წლის უკან
ხათუნა მორიგი შუბლზე ძარგაწყვეტილი
5 წლის უკან