დეპუტატ ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ. ამის შესახებ ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა ძალაში დატოვა. მელიას საქალაქო სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაო რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.
სააპელაციოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება, მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.
სააპელაციომ ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები საქალაქოს მიერ მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურით ივლის!
ბარემ ბირკაც გაუკეთეთ ყურზე და ირბინოს თბილისის ქუჩებში თავისუფლად!” – წერს ბონდო მძინარაშვილი