ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას. სპეციალური პირობებით ისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ლიცენზიის მოთხოვნებს. ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ.