რაც შეეხება გიორგი გახარიას, გუშინ ჩვენ მისი ინტერვიუ მოვისმინეთ, დღესაც მისი განცხადებები იყო, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას. ჩვენც ასე ვიცნობთ, პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია, ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას და როდესაც ელემენტალური მონაცემები იქნება გამოძიებიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, მინისტრი გახარია არ ერიდება პასუხისმგებლობას და მისი პოზიცია ბევრჯერ დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით.
გუშინ 2 საათის განმავლობაში იგივეს ვისმენდით და თვეები და წლებზე არ არის საუბარი, არ ჭირდება ამ საქმეს იმდენი დრო, რომ, ვთქვათ, მოკლე ვადის განმავლობაში ხელშესახებ შედეგებზე ვერ ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, მივიღოთ ეს ელემენტალური შედეგები, რაზეც დაყრდნობითაც ჩვენ შევძლოთ კონკრეტული დასკვნების გამოტანა და შემდეგ უკვე უფრო ზუსტად შეგვეძლება, ვისაუბროთ იმაზე, ვისი კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში, იმ უპასუხისმგებლო ადამიანების თუ პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც წააქეზეს და ყველაფერი გააკეთეს, გულწრფელი ადამიანის ემოცია ემართათ ამისათვის. მათმა ქმედებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე ზოგიერთებს და ამაზე ჩვენ ადკევატური პასუხი უნდა გვქონდეს, როდესაც სხვის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ.